Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


ყირგიზეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები ტექნიკური პრობლემებისა და კენჭისყრის გაყალბების ბრალდებების ფონზე. 14 პარტია და 2000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის მანდატებისათვის 120-ადგილიან პარლამენტში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი დროით 14 საათზე ელექტორატის აქტივობა 30%-ს შეადგენდა. ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ცნობით, ზოგ საარჩევნო უბანთან გრძელი რიგებია და ბევრი ამომრჩეველი ჩივის, რომ ორი-სამი საათი მოუწია რიგში დგომა ბიულეტენის ყუთში ჩაგდებამდე. არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო ზომის სახით, ყირგიზეთში - ცენტრალურ აზიაში პირველად -იყენებენ ბიომეტრიულ საიდენტიფიკაციო ბარათებს. მაგრამ ჩვენი რადიოს ყირგიზულმა სამსახურმა სტუდენტებისაგან მიიღო ინფორმაცია კენჭისყრისას შემჩნეულ დრღვევებზე, მათ შორის საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების ავტობუსებით მიყვანაზე.

XS
SM
MD
LG