Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ანტისამთავრობო აქცია იმართება


კიშინიოვის ცენტრში 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ანტისამთავრობო აქციაზე, რომელიც 4 ოქტომბერს უკვე ზედიზედ მეოთხე კვირა დღეს იმართება. ზოგმა დემონსტრანტმა პარლამენტში შესვლა სცადა და პოლიციელებს დაუპირისპირდა. 6 სექტემბრიდან მასობრივ აქციებზე აპროტესტებენ მთავრობის წარუმატებლობას კორუფციასთან ბძროლის და რეფორმების განხორციელების კუთხით. ამასთან, დემონსტრანტები მოითხოვენ, გამოძიებულ იქნეს 2014 წელს მოლდავეთის ბანკებიდან 1,5 მილიარდამდე დოლარის გაუჩინარება და დაისაჯონ დამნაშავეები. აქციებზე მოითხოვენ აგრეთვე ვადამდელი არჩევნების დანიშნვნას და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების გადადგომას.

XS
SM
MD
LG