Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქუთაისში 2 ოქტომბრის ინციდენტის დროს დაკავებულ პირებს


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს. ისინი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები არიან. ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. როგორც იუწყებიან, დღეს სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა: დაკავებულების ახლობლებმა პატიმრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

XS
SM
MD
LG