Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცხადდა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი


ფიზიკის დარგში 2015 წლის ნობელის პრემია მიიღეს კანადელმა მეცნიერმა, ართურ მაკდონალდმა და იაპონელმა ტაკააკი კაჯიტამ, ნეიტრინოს ოსცილირების აღმოჩენისთვის. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, მეცნიერთა ექსპერიმენტებმა, რომლებმაც აჩვენა, რომ ნეიტრინოები - სუბატომური ნაწილაკები - იცვლიან თვისებებს და აქვთ მასა, „შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მატერიის შიდა პროცესებზე და შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს სამყაროს გასაგებად.“ გამარჯვებულები გაიყოფენ პრემიას, რომელიც 960,000 დოლარს უტოლდება. ოსლოში 10 დეკემბერს დანიშნულ ცერემონიაზე ორივე მიიღებს დიპლომს და ოქროს მედალს.

XS
SM
MD
LG