Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ჰოკეის თამაშობს თავის დაბადების დღეზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 ოქტომბერს 63 წლის გახდა და დაბადების დღის აღსანიშნავად, ჰოკეის თამაშობს ცნობილ ვეტერანებთან, ისევე როგორც „ღამის ჰოკეის ლიგის“ წევრებთან ერთად. პუტინმა 7 ოქტომბერს მოსკოვში თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოგუსაგან მოისმინა ინფორმაცია სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ, რის შემდეგაც სოჭს მიაშურა მთავრობის წევრებთან ერთად. შოიგუსთან მისი შეხვედრა, მოგვიანებით კი ჰოკეის მატჩი - რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა. „ღამის ჰოკეის ლიგაში“, რომელიც სოჭში 2011 წლიდან მართავს ფესტივალებს მთელი რუსეთის მოყვარული ჰოკეისტების გუნდების მონაწილეობით, პრეზიდენტისა და ვეტერანი ჰოკეისტების მხარდაჭერით შეიქმნა.

XS
SM
MD
LG