Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს


კოსოვოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს პარლამენტის სხდომაზე, რათა გაეპროტესტებინათ მთავრობის ბოლოდროინდელი შეთანხმება სერბიასთან. როგორც იუწყებიან, სხდომაზე ისმოდა ყვირილი და მმართველი ძალის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. პრეზიდენტმა ატიფეტე ჯაჰჯაგამ დაგმო ოპოზიციონერი პარლამენტარების მოქმედება. ოპოზიცია მოითხოვს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გაუქმებას, რადგან შიშობს, რომ დოკუმენტი საფრთხეს უქმნის კოსოვოს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ზრდის კოსოვოში უმეტესწილად სერბებით დასახლებული რეგიონების უფლებამოსილებას. კოსოვომ - სერბიის ყოფილმა პროვინციამ, სადაც უმეტესწილად ეთნიკური ალბანელები ცხოვრობენ - 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადი არ აღიარებს. ბრიუსელის მოთხოვნით, სერბია და ალბანეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მსურველები, ერთმნეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე მუშაობენ.

XS
SM
MD
LG