Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე თალიბანის ხელმძღვანელობაში დაპირისპირებაა


თალიბანის ხელმძრღვანელობის შიგნით დაპირისპირების გამო გადაიდო სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასთან. თუმცა, როგორც ავღანეთში მყოფმა ამერიკულ არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ჯონ კემპბელმა განაცხადა, მეამბოხეთა 70 %-ზე მეტი საბოლოო ჯამში მზად არის შერიგებისათვის. აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გენერალმა დასძინა, რომ ასეთი შედეგის მიღწევას რამდენიმე თვიანი ძალისხმევა დასჭირდება. ივლისში ავღანეთის თალიბანმა მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თალიბების ლიდერის მოლა ომარის სიკვდილის ამბავი, ექსტრემისტების ახალ ლიდერად აირჩიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მტკიცე მხარდამჭერი მოლა მანსური. თუმცა, ახალი ლიდერის კანდიდატურის გარშემო თალიბანის შიგნით წამოიშვა განხეთქილება, რაც ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG