Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ გააფორმა ოქმი ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის თაობაზე


საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას მხარი დაუჭირა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ორგანიზაციების - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტს რევოლუციური უწოდა და პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

XS
SM
MD
LG