Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 ადამიანი შეეწირა ანკარაში მომხდარ აფეთქებას


თურქეთის პრეზიდენტმა „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა ანკარაში მომხდარ აფეთქებებ, რასაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 125 კი - დაშავდა. 10 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის მახლობლად, სადაც მოქალაქეები „თავისუფლების მარშზე“ იკრიბებოდნენ და სურდათ გაეპროტესტებინათ თურქეთის მთავრობასა და ქურთ ექსტრემისტებს შორის მიმდინარე ბრძოლები, რაც მეორე თვეა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ექიმები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მეშაობენ, დაღუპულა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. თურქეთის მთავრობამ აფეთქებას ანკარაში „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მისცა.

XS
SM
MD
LG