Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აფართოებს საავიაციო იერიშებს სირიის სიღრმეში


რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 64 საავიაციო იერიში მიიტანეს ექსტრემისტული დაჯგუფებების 55 ობიექტსა და სამხედრო ტექნიკაზე. ამის თაობაზე 10 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვის ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა, რომელმაც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იერიშების რაოდენობის გზარდა გამოიწვია ექსტრემისტთა მრავალი ახალი ობიექტის აღმოჩენამ საჰაერო დაზვერვის მიერ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ 10 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ქვეყნის დასავლეთ რეგიონზე, სადაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უმნიშვნელო ძალები იმყოფება.

XS
SM
MD
LG