Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბელორუსიას დროებით შეუჩერებს სანქციებს


ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი, ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციები დროებით შეუჩეროს, მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც გამოითქვა საპრეზიდენტო არჩევნების გამო. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, არლემ დეზირმა თქვა, რომ მინისტრებმა მიიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, იანვრიდან სანქციების ოთხთვიანი გაუქმების შესახებ, რაც მოხდება მოხდება არჩევნების შემდეგ, რომელიც "ჩატარდა გამჭვირვალედ და შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში". 12 ოქტომბერს, დეზირმა ლუქსემბურგში განაცხადა, რომ შეჩერება საშუალებას მოგვცემდა, ყოველთვის, თუ უკანსვლა შევნიშნეთ, კვლავ აგვემოქმედებინა სანქციებიო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბელორუსიაში დადებით განვითარებას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მინსკმა გაათავისულა პოლიტიკური პატიმრები. თუმცა იქვე დასძინა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

XS
SM
MD
LG