Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუსრას ფრონტის ლიდერი სამაგიეროს გადახდით ემუქრება რუსეთს


ალ-ქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფების, ნუსრას ფრონტის ლიდერი ჰპირდება რუსეთს სამაგიეროს გადახდას, ის აცხადებს, რომ დამპყრობელმა რუსეთმა უსამართლოდ დახოცა სუნიტი მუსლიმები. დაჯგუფების ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-გოლანთი 12 ოქტომბერს "იუტუბზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს სირიის პრეზიდენტის რეჟიმის გადასარჩენად ახორციელებს, მაგრამ ის დამარცხებისთვის არის განწირული. ნუსრას ფრონტი არის სირიის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზესაშიში და ძლიერი დაჯგუფება. რუსეთის თქმით, მათი ბომბების სამიზნე ძირითადად ეს დაჯგუფება იყო. ალ-გოლანთი ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს რომ დაბომბვის შედეგად მხოლოდ რამდენიმე აჯანყებული ჯგუფი დაზიანდა, რომლებიც რადიკალ-ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებიან. ალ-გოლანთი ჰპირდება რუსეთს, რომ ისინი მათ ავღანეთში გამოვლილ საშინელებასაც კი დაავიწყებენ.

XS
SM
MD
LG