Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის დედაქალაქში რუსეთის საელჩოს რაკეტები ესროლეს


სირიის დედაქალაქში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი რაკეტა ესროლეს, მას შემდეგ, რაც შენობასთან თავი მოიყარეს მთავრობის მხარდამჭერებმა, რათა მოსკოვისთვის მადლობა გადაეხადათ სირიაში მისი ინტერვენციისთვის. როგორც იუწყებიან, პირველი რაკეტა ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ შენობას მოხვდა, რამაც პანიკა გამოიწვია. როცა ხალხმა გაქცევა დაიწყო, კიდევ ერთი რაკეტა ისროლეს. რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის. სააგენტო ფრანს-პრესი იუწყება, რომ თავდასხმის დროს დამასკში მდებარე შენობასთან დაახლოებით 300 პირი იყო მისული. წარსულში საელჩოს შენობაზე იერიში მიტანილი აქვთ ოპოზიციის მებრძოლებს, თუმცა ამჯერად ნათელი არ არის ვინ იყო პასუხისმგებელი. სირიის ნუსრას ფრონტის - ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის - ლიდერი 12 ოქტომბერს გამოვიდა საპასუხო შეტევების განხორციელების მოწოდებით, მისი თქმით სუნიტების იმ განურჩეველი ხოცვის გამო, რომელიც შეჭრილმა რუსებმა მოახდინეს. რუსეთმა 30 სექტემბერს დაიწყო სირიაში მეამბოხეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება.

XS
SM
MD
LG