Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ტუნისის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქში კი კომენდანტის საათი დააწესა მას შემდეგ, რაც აფეთქდა ავტობუსი, რომლითაც პრეზიდენტის დაცვის წევრები მგზავრობდნენ. აფეთქებას ემსხვერპლა სულ მცირე 12 ადამიანი. ბეჯი კაიდ ეს-სებსის განცხადებით, ქვეყანა „ომობს ტერორიზმის წინააღმდეგ“. ტუნისის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო თანამშრომლობისკენ, ექსტრემისტების წინააღმდეგ. თავდასხმის მომენტში პრეზიდენტი ავტობუსში არ იმყოფებოდა. ივნისში, ტუნისის სანაპირო კურორტზე შეიარაღებულმა პირმა 38 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც ქვეყანაში ოქტომბრამდე მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა. გავრცელებულ ვარაუდით, ჩრდილოეთ აფრიკის ეს ქვეყანა, რომელსაც ამჟამად სეკულარული ორიენტაციის მთავრობა მართავს, ისლამისტი ექსტრემისტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. მთავრობის ცნობით, ერაყსა და სირიაში ტუნისის სულ მცირე 3000 მოქალაქე იბრძვის.

XS
SM
MD
LG