Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთს აუკრძალა სატრანზიტო ფრენა და შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთის ყველა ავიაკომპანიას აუკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცის ტრანზიტად გამოყენება. იაცენიუკმა 25 ნოემბერს კიევში მთავრობის სხდომაზე დაავალა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოფიციალურად შეატყობინოს რუსეთს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე იხურება რუსეთის ყველა ავიაკომპანიისათვის, გამონაკლისის გარეშე. გასულ თვეში ორივე ქვეყანამ აკრძალა თავის ტერიტორიაზე მეორე ქვეყნის თვითმფრინავების დაჯდომა. იაცენიუკი აცხადებს ასევე, რომ მისი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ენერგოკომპანია „ნაფტოგაზს“ დაევალა, შეწყვიტოს რუსეთისაგან გაზის შესყიდვა. ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად იაცენიუკმა დაასახელა განსხვავება ევროპიდან და რუსეთიდან გაზის იმპორტის ფასებში. მისი თქმით, ევროპული ფასები „გაცილებით უკეთესია“. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 25 ნოემბერს უფრო ადრე გამოაცხადა, რომ შეწყვიტა უკრაინისათვის გაზის მიწოდება იმის გამო, რომ კიევს წინასწარ არ გადაუხდია მისი საფასური.

XS
SM
MD
LG