Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის სენატმა რატიფიკაცია გაუკეთა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას


იტალიის სენატმა დღეს რატიფიციკაცია გაუკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე, 2015 წლის 29 ივლისს, აღნიშულ საკითხს იტალიის დეპუტატთა პალატამ უყარა კენჭი. "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას იტალიის პარლამენტის ორივე შტომ, ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი," - აღნიშნულია სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. იტალიის რესპუბლიკა ევროკავშირის 27-ე სახელმწიფოა, რომელმაც ეს პროცედურა დაასრულა.

XS
SM
MD
LG