Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოჰანეს ჰანი აუცილებელს უწოდებს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას


ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით და ახლა მთავარი ფოკუსი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ჰანმა დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მე ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებისთვის გვჭირდება ორმხრივი ძალისხმევა ჩვენი და მეზობლების მხრიდან. ამოსავალი წერტილი არის სწორედ თანამშრომლობა ჩვენი მეზობლებისა და ჩვენი ინტერესების საფუძველზე", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინტერესი არის სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა სამეზობლოში.

XS
SM
MD
LG