Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში 27 ნოემბერს გაიმართება კენჭისყრა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ


საქართველოს პარლამენტში 27 ნოემბერს გაიმართება კენჭისყრა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის საკითხზე. შოთაძემ 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გამართა შეხვედრები. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შოთაძემ აღნიშნა, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი იქნება, თუ მთავარ პროკურორად მას აირჩევენ. მიმდინარე თვეში, 19 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შეარჩია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა.

XS
SM
MD
LG