Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება


2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის 27 ნოემბრის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა.

XS
SM
MD
LG