Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 10 ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსეთის „ჩრდილოეთის ნაკადის“ დამატებით პროექტს


ევროკავშირის წევრი 10 ქვეყანა ევროკავშირის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს რუსეთის გეგმას, გაზარდოს გერმანიაში გაზის საექსპორტო მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“, მასშტაბი. 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. 10 ქვეყანა მოითხოვს ევროკავშირის ლიდერების დებატებს პროექტზე, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ჩრდილოეთის ნაკადი II“. რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ სექტემბერში ხელი მოაწერა რუსეთის კომპანია „გაზპრომთან“ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში გაზის საექსპორტო „ჩრდილოეთის ნაკადის“ მასშტაბის გაზრდას. 25 ნოემბერს კი „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს უკრაინისათვის გაზის მიწოდებას. ევროკავშირის 10 ქვეყნის განცხადებაში გამოთქმულია ვარაუდიც, რომ „ჩრდილოეთის ნაკად II“-ს უკავშირდება უკრაინის დესტაბილიზაციის გაღრმავების საფრთხე.

XS
SM
MD
LG