Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი: პუტინის განცხადებები მიუღებელია


თურქეთის პრეზიდენტი „მიუღებელს“ უწოდებს განცხადებებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა 26 ნოემბერს, მოსკოვში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თურქეთს ბრალი დასდო ორი ქვეყნის ურთიერთობის „განზრახ“ ჩიხში შეყვანაში. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თურქეთს წინასწარი განზრახვით არ ჩამოუგდია რუსული ბომბდამშენი თურქეთ-სირიის საზღვართან, 24 ნოემბერს. ერდოანის თქმით, თურქეთის ძალებმა ავტომატურად უპასუხეს საბრძოლო ოპერაციების წარმოების წესის დარღვევას მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და უარი თქვა რამდენიმე გაფრთხილების გათვალისწინებაზე. შემთხვევას ერთი რუსი პილოტი ემსხვერპლა. ერდოანმა ასევე უარყო პუტინის მიერ გამოთქმული ბრალდება, რომ თურქეთი ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებაში იღებდა მონაწილეობას, ჯგუფისგან ნავთობის შესყიდვით. ერდოანის თქმით, აშშ-ს აქვს დოკუმენტებით გამყარებული მტკიცებულება, რომ რუსეთის კომპანიები და „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ნავთობით ვაჭრობენსირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან.

XS
SM
MD
LG