Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში არჩევნები გაიმართა


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრიპისრეთში, 29 ნოემბერს საკანონმდებლო და მუნიციპალურ ორგანოებში არჩევნები გაიმართა. უმაღლესი საბჭოს 43 ადგილისთვის 138 კანდიდატი იბრძოდა. კანდიდატებს შორის სამი, მთავრობის წევრია, მათ შორის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ტატიანა ტურანსკაია.

დნესტრისპირეთი სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. 1990 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ის არ უღიარებიათ გაეროს წევრ ქვეყნებს. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლებიც 1992 წელს დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანით.

ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1700-მდე სამხედრო იმყოფება.

XS
SM
MD
LG