Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის უფლებას მიანიჭებს


ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. მედიაკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილებოდა ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმი იყო მიძღვნილი. ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა. გამოცემის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2017 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს. გარდა ამისა ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად.

XS
SM
MD
LG