Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს და თურქეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გრძელდება


30 ნოემბერს დიპლომტიური დაპირისპირება გაგრძელდა თურქეთს და რუსეთს შორის თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ორივე მხარე თავის პოზიციას იცავს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანს პარიზში, გაეროს კლიმატის სამიტის კულუარებში, რადგან თურქეთი უარს არის, ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა. ბრიუსელში, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დათუთოღლუმ თქვა, რომ არც ერთ ქვეყანას შეუძლი მოითხოვს სხვისგან ბოდიში იმის გამო, რომ მან თავისი უფლება და მოვალეობა შეასრულა, დაიცვას საკუთარ საჰაერო სივრცე. ანკარა ამტკიცებს, რომ რუსეთის თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და გაფრთხილებას არ დაემორჩილა, სანამ ჩამოაგდებდნენ. დავუთოღლუს სურს, რომ რუსეთმა თურქეთისთვის დაწესებული სანქციები გადასინჯოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ თურქეთის ალიანსელი მოკავშირეები შეშფოთებული არიან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო რეგიონში. მისი თქმით, ნატოს მიზანია, ვითარება დაწყნარდეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა უარი თქვა, ბოდიში მოეხადა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რაც, ანკარის მტკიცებით, სამხედრო საშუალებების გამოყენებით ქვეყნის თავდაცვის ნორმათა სრული შესრულებით მოხდა.

XS
SM
MD
LG