Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა დაძაბულობის განმუხტვისაკენ მოუწოდებს თურქეთსა და რუსეთს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთსა და რუსეთს მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა გასულ კვირაში თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ობამა ამ მოწოდებით გამოვიდა პარიზში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან საუბრის შემდეგ. ობამას თქმით, აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, თავი დაიცვას, მაგრამ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ არის მტერი, რომელთან ბრძოლაშიც ყველა მხარე უნდა გაერთიანდეს. თურქეთი აცხადებს, რომ მისმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა 24 ნოემბერს ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და რომელიც 10-ჯერ გააფრთხილეს თურქმა მფრინავებმა. რუსეთი ირწმუნება, რომ ავიაგამანდგურებელი სირიის თავზე დაფრინავდა. დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „მიჩქმალოს“ „დაუსაბუთებელი“ ბრალდებებით, თითქოს ანკარა ახდენდეს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ნავთობის უკანონო იმპორტს. ანკარა უარყოფს მოსკოვის ამ ბრძლდებას. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს: მოდით, გავხსნათ სამხედრო კომუნიკაციის არხები ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მოდით, გავხსნათ დიპლომატიური არხები ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად. მოდით დავსხდეთ და ვისაუბროთ კიდევ უფრო დიდი კრიზისების თავიდან ასაცილებლად“ - განაცხადა დავუთოღლუმ 1 დეკემბერს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG