Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სამი პირი დააკავეს რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონოდ გაყიდვის ფაქტზე


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში სამი პირი დააკავეს რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონოდ გაყიდვის ფაქტზე. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები რადიოაქტიური ნივთიერების გაყიდვას 100 ათას ამერიკულ დოლარად აპირებდნენ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და დადგენილი წესების დაუცველად, თბილისში უკანონოდ შეინახეს ცეზიუმ 137, რომელიც წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და, რადიოაქტიური გამოსხივების სიმძლავრის გათვალისწინებით, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის" - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG