Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული


ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შეასრულებს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე.“ ქართველი ჯარისკაცები შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებენ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში. „ბრავო“ ასეულის მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა როტაციის წესით შეცვალა ამავე ბატალიონის „ალფა“ ასეული.

XS
SM
MD
LG