კვირა, 26 ივნისი, 2016 თბილისის დრო 17:31

ახალი ამბები

საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი

11.01.2016

საქართველოში გაიხსნა ტექნოლოგიური პარკი, რომელიც ემსახურება ინოვაციების ხელშეწყობასა და ტექნოლოგიების განვითარებას. ცნობების თანახმად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებამდე და ბიზნესად განვითარებამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს საქართველოში ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინებას, რომელთა მთავარი ამოცანა არის მოწინავე ტექნოლოგიების შეტანა-დანერგვა. ოქროყანაში ტექნოლოგიური პარკის გახსნაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ახალ ობიექტს უწოდა „პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში“. მისივე თქმით, პროექტი 5 მილიონი ლარი დაჯდა.

11 იანვარი 2016
11 იანვარი 2016

კალენდარი

სხვა მასალები

გადაწყვეტილებები ევროკავშირში და საქართველო

გასული კვირის ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვერ გადაწყდა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების საკითხი.
გაგრძელება

აუდიო როდის აღუდგება გონიოს მოსახლეობას საკუთრების უფლება

მეთორმეტე დღეა, გონიოს მცხოვრებნი ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენმოთხოვნით, დაუბრუნონ მათთვის ექვსი წლის წინ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.
გაგრძელება

ბრიტანეთს ევროკავშირის სასწრაფო დატოვებისაკენ მოუწოდებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირის დამფუძნებელი ექვს სახელმწიფოს სურს, რათა ბრიტანეთმა „რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყოს კავშირის დატოვება
გაგრძელება

„ბრექსიტის“ შედეგი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მომავლისთვის

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის არსებობას მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას, „ბრექსიტს“, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაყოფილია.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)