Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი მოსწავლე დაიღუპა სკოლაზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, სამი ბავშვი დაიღუპა სკოლაში, რომელსაც ბომბი ესროლეს. ავღანეთის განათლების სამინისტრო 11 იანვარს გავრცელებული განცხადებით იტყობინება, რომ აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში ამ თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილებიც - რვა მოსწავლე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ხოსტში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება, ბოლო თვეებში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. სკოლაზე თავდასხმის ფონს ქმნის პაკისტანში დაწყებული მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო პროცესის გეგმის მოსამზადებლად.

XS
SM
MD
LG