კვირა, 26 ივნისი, 2016 თბილისის დრო 10:16

ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტმა იტალიაში ხელი მოაწერა ეკონომიკის სფეროში შეთანხმებებს

26.01.2016

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ, რომში ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები მხოლოდ დასაწყისს წარმომადგენს ორი ქვეყნისთვის. იტალიაში 48-საათიანი განმავლობაში ყოფნისას როჰანის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტთა ფინანსური მოცულობა 17 მილიარდ ევროს უდრის. მანამდე, იტალიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, როჰანიმ თქვა, რომ ირანი ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა მთელ რეგიონში. 26 იანვარს ის ვატიკანში რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. ეს როჰანის პირველი ვიზიტია ევროპაში ამ რანგში და ის ირანის პირველი პრეზიდენტია ბოლო 16 წელიწადში, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სტუმრობს. როჰანი ხვალ პარიზს ესტუმრება ორდღიანი ვიზიტით.  

26 იანვარი 2016
26 იანვარი 2016

კალენდარი

სხვა მასალები

აუდიო როდის აღუდგება გონიოს მოსახლეობას საკუთრების უფლება

მეთორმეტე დღეა, გონიოს მცხოვრებნი ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენმოთხოვნით, დაუბრუნონ მათთვის ექვსი წლის წინ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.
გაგრძელება

ბრიტანეთს ევროკავშირის სასწრაფო დატოვებისაკენ მოუწოდებენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირის დამფუძნებელი ექვს სახელმწიფოს სურს, რათა ბრიტანეთმა „რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყოს კავშირის დატოვება
გაგრძელება

„ბრექსიტის“ შედეგი დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მომავლისთვის

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის არსებობას მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას, „ბრექსიტს“, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაყოფილია.
გაგრძელება

აუდიო პარლამენტმა საგაზაფხულო სესიები დაასრულა

24 ივნისს მუშაობა დაასრულა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა.ბოლო საგაზაფხულო სესიაზე საკანომდებლო ორგანომ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს მოუსმინა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)