Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უნივერსიტეტი დახურული რჩება თავდასხმის შემდეგ


პაკისტანის უნივერსიტეტი, რომელზეც თალიბანს გამოყოფილმა ჯგუფმა თავდასხმა მოაწყო, რასაც 21 სტუდენტი და მასწავლებელი ემსხვერპლა, კვლავ დახურულია, სანამ უსაფრთხოების ვითარება არ შეიცვლება. "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა 25 იანვარს შეხვედრა გამართეს. შენობის გარეთ შეკრებილი იყო 200-მდე სტუდენტი, რომლებიც უსაფრთხოების მდგომარეობის შეცვლას ითხოვდნენ. ერთმა პროფესორმა განაცხადა, რომ მისი კოლეგები ითხოვენ, იარაღი დაურიგონ თავდაცვისათვის. უნივერსიტეტზე თავდასხმა 20 იანვარს მოხდა. თეჰრიქ-ე-თალიბის მემომრებმა ხანგძლივი ბრძოლა გამართეს უსაფრთხოების ძალებთან.

XS
SM
MD
LG