Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერი გადადგომით იმუქრება


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი იმუქრება, რომ გადადგება, თავის კაბინეტთან ერთად - რაც მორიგი სიმპტომია ამ ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური კრიზისისა. „ჩვენ აქ ერთ გუნდად მოვედით და მომავალშიც ერთ გუნდად ვიმუშავებთო“, განაცხადა 41 წლის იაცენიუკმა 5 თებერვლის საპარლამენტო სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. „და თუ გადაწყდება, რომ ეს გუნდი უნდა შეიცვალოს, ჩვენ ყველანი ერთად წავალთო“, დასძინა მან. იაცენიუკის განცხადებებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად გადადგა უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, რეფორმატორი აივარას აბრომავიჩიუსი. მისი თქმით, გადადგომის მიზეზი იყო იმედგაცრუება, რომელიც გამოიწვია „სისტემური და მნიშვნელოვანი რეფორმების დაბლოკვის მცდელობების მკვეთრმა ესკალაციამ.“ მისმა გადადგომამ შეშფოთება გამოიწვია უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწია დიდი შვიდიანის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა, მათი შეშფოთების დაშოშმინების მიზნით.

XS
SM
MD
LG