Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიუმან რაიტს უოჩი: სირია-რუსეთის სამხედრო ოპერაციის დროს კასეტური ბომბები გამოიყენეს


უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ 8 თებერვალს განაცხადა, რომ კასეტური ბომბები გამოიყენეს სირიის ხუთ პროვინციაში, სულ მცირე 14 იერიშის დროს“ 26 იანვრის შემდეგ სირიის და რუსეთის ერთობლივი ოპერაციის დროს. ცნობით, ამ თავდასხმების შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის, ექვსი ქალი და ცხრა ბავშვი დაიხოცა, დაჭრილია ათეულობით პირი. ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთსა და სირიას, შეწყვიტონ კასეტური ბომბების გამოყენება.

XS
SM
MD
LG