Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმიამ დაიპყრო ქალაქ რამადის მიმდებარე ტერიტორია


ერაყის ჯარები აცხადებენ, რომ დაიპყრეს ტერიტორია დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადის გარშემო - რაიონი, რომელსაც აქამდე ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა. ერაყელი სამხედროების ცნობით, არმიამ, პოლიციამ და კონტრტერორისტულმა შენაერთებმა გახსნეს გზა, რომელიც რამადის აკავშირებს ჰაბანიის სამხედრო ბაზასთან, სადაც ამერიკელების სამხედრო ძალები არიან განთავსებული, და დედაქალაქ ბაღდადთან. ერაყმა დეკემბერში გამოაცხადა რამადიზე კონტროლის აღდგენის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ არ იყო შეწყვეტილი ექსტრემისტებთან ბრძოლა ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბნებში. რამადი არის ცენტრალურ ერაყში მდებარე ანბარის პროვინციის დედაქალაქი.

XS
SM
MD
LG