Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოელის, რომ რუსეთი 2016 წელსაც გააგრძელებს "აგრესიულ საგარეო პოლიტიკას"


აშშ-ის სახელმწიფო სადაზვერვო უწყების დირექტორი, ჯეიმს კლეპერი აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს 2016 წელსაც გააგრძელოს „აგრესიული საგარეო პოლიტიკა“, რაც, სხვათა შორის, ითვალისწინებს უკრაინის დასავლური მისწრაფებების დაბლოკვის მცდელობას. კლეპერმა 9 თებერვალს კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას გამოთქვა ვარაუდი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ძალადობის შენელების მიუხედავად, კრემლი შეინარჩუნებს „გრძელვადიან გავლენას კიევზე“ და ხელს შეუშლის „უკრაინის მცდელობებს, ინტეგრირებულ იქნეს დასავლეთის ინსტიტუტებში“. აშშ-მა და ევროკავშირმა რამდენიმე წყება სანქციები დაუწესეს მოსკოვს 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიისა და ამის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა 9000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. კლეპერი მოელის, რომ 2016 წელს რუსეთი გააძლიერებს მეზობელ სახელმწიფოებზე ზეწოლას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მათ შესაყვანად. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთთან ერთად უკვე შედიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

XS
SM
MD
LG