Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს აკრიტიკებს სირიელი ქურთების მხარდაჭერისთვის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს სირიელი ქურთების მთავარი ჯგუფის, „დემოკრატიული კავშირის პარტიის“, მხარდაჭერისათვის. ერდოანმა 10 თებერვალს ანკარაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „სისხლის ზღვას“ ქმნის რეგიონში, რადგან ტერორისტებად არ აღიარებს „დემოკრატიული კავშირის პარტიასა“ და მის შეიარაღებულ განშტოებას. თურქეთმა 9 თებერვალს დაიბარა ანკარაში შეერთებული შტატების ელჩი და პროტესტი გამოთქვა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს „დემოკრატიული კავშირის პარტიას“ და გააგრძელებს სირიაში ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას. ანკარა კი ამ ჯგუფს მიიჩნევს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთების ავტონომიისათვის მებრძოლი ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირედ.

XS
SM
MD
LG