Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აღნიშნავს ისლამური რევოლუციის მორიგ წლისთავს


ირანელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმობენ ისლამური რევოლუციის 37 წლისთავს. საზეიმო ღონისძიებები და ხალხმრავალი მსვლელობები ეწყობა ყველა დიდ ქალაქში, სადაც კვლავ გაისმოდა აშშ-ისა და ისრაელის საწინააღმდეგო მოწოდებები. 1979 წლის 11 თებერვალს აიათოლა რუჰოლა ხომეინის მომხრეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს აშშ-ის მომხრე ირანის მონარქი, შაჰ რეზა ფეჰლევი. ოთხშაბათს თეირანის აზადის მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელმაც მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს კონსენსუსისკენ. ამ მოწოდების ფონია ირანის „გუშაგთა საბჭოს“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 26 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა ათასობით ზომიერ კანდიდატს.

XS
SM
MD
LG