Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო: აზერბაიჯანის და სომხური ძალების შეტაკებისას ხუთი სომეხი სამხედრო მოკლეს


აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სულ მცირე ხუთი სომეხი სამხედრო მოკლეს აზერბაიჯანის ძალებთან შეტაკებისას სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არეალში. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ინციდენტი წუხელ მოხდა. რეგიონის დე ფაქტო მმართველობამ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მოკლა მწყემსი და ჭურვები დაუშინა სეპარატისტული რეგიონის პოზიციებს. აზერბაიჯანმა უარყო, რომ მისმა ძალებმა სამოქალაქო პირი მოკლეს. აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონზე სომხურმა ძალებმა დაამყარესკ ონტროლი, რაც ორ ქვეყანას შორის ოცწლიანი კონფლიქტის მიზეზია.

XS
SM
MD
LG