Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: „ისლამური სახელმწიფო“ და რუსეთი მსოფლიოს ორი მთავარი გამოწვევაა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ისლამურ სახელმწიფოს“ და რუსეთს თანამედროვე ცივილზებული სამყაროს წინაშე მდგარი „ორი მთავარი გამოწვევა“ უწოდა. თინა ხიდაშელი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. „როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მიუნხენში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს შეხვდა.

XS
SM
MD
LG