Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომანქანებს აუკრძალა რუსეთის საავტომობილო გზებზე გადაადგილება


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უკრაინაში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომანქანებს აუკრძალა რუსეთის საავტომობილო გზებზე გადაადგილება. უწყებაში ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საპასუხო ზომები“ უკრაინის მოძრაობა „ავტომაიდანის“ მოქმედებებზე. მოძრაობის აქტივისტები 11 თებერვლიდან მოკიდებული აბრკოლებენ რუსეთის სატვირთო ავტომანქანების მოძრაობას უკრაინის გავლით. „ავტომაიდანის“ აქტივისტები მოითხოვენ, შეწყდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები. უკრაინის მასმედიის ცნობით, სატრანსპორტო ბლოკადა მოქმედებს უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარე ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მთლიანობაში უკრაინის ტერიტორიაზე ასზე მეტი სატვირთო ავტომობილია დაკავებული. კიდევ ხუთასამდე ავტომანქანა ვერ ახერხებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

XS
SM
MD
LG