Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დასჯის“ შიშით რუსი ანალიტიკოსი ქვეყნიდან გაიქცა


რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ცნობილმა თავისი კრიტიკული პოზიციით კრემლის მიმართ, დატოვა ქვეყანა, დადგან ეშინია შესაძლებელი სასჯელისა, განაცხადა მისმა ადვოკატმა. „ბი-ბი-სის“ განუცხადა მარკ ფაიგინმა 19 თებერვალს, რომ ანდრეი პიონტკოვსკი რუსეთიდან გაიქცა მას მერე, რაც სახელმწიფო დუმამ და კანონმდებლებმა ჩეჩნეთში, ოფიციალურად სთხოვეს პროკურატურას, შეისწავლონ პიონტკოვსკის ანალიზები და კრემლისა და ჩეჩნეთის ლიდერობის კავშირების შესახებ. მათ თანახმად, პიონტკოვსკის სტატიები სეპარატიზმისა და ექსტრემიზმისკენ წაქეზებაა. პიონტკოვსკიმ ტვიტერით გაავრცელა ტექსტი: „საგამოძიებო კომიტეტი და პროკურატურა იბრძვიან უფლებისთვის, მოკლან 76 წლის კაციო“.

XS
SM
MD
LG