Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პასუხი გასცა პენტაგონის განცხადებას საჰაერო ინციდენტის გამო


მოსკოვმა განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავი გააგზავნა აშშ-ის თვითმფრინავისკენ, რომელიც რუსეთის საზღვარს უახლოვდებოდა, რადგან ამერიკულმა თვითმფრინავმა გამორთო აგრეგატი, რომელითაც მისი ამოცნობა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის თვითმფრინავის ყველა მოქმედება საერთაშორის წესების თანახმად განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყების 30 აპრილის ეს განცხადება მოჰყვაპენტაგონის შეშფოთებას, რომ რუსეთის სუ -27-ის ტიპის თვითმფრინავი, სახიფათოდ მიუახლოვდა აშშ-ის მზვერავ თვითმფრინავს ბალტიის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. სუ-27-ის მფრინავმა ამერიკული „RC-135“-ის გარშემო შეასრულა ეგრეთ წოდებული, „საჰაერო კასრი“ და 30 მეტრში მიუახლოვდა ამერიკულ თვითმფრინავს, რაც, პენტაგონის თანახმად, ერთობ სახიფათო და არაპროფესიონალური მანავერი იყო, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟების დაშავება. ამას, პენტაგონის წარმომადგენლის დენიელ ფერნანდესის თქმით, არასაჭირო დაძაბულობის გაღრმავება შეიძლებოდა გამოეწვია ორ ქვეყანას შორის. ბოლო ხანებში ეს მესამე ასეთი ინციდენტია, რუსეთის და აშშ-ის სამხედრო უწყებებს შორის.

XS
SM
MD
LG