Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი და აშშ შექმნიან სირიის მონიტორინგის ცენტრს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ჟენევაში შეიქმნება რუსეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ცენტრი, რომელსაც დაევალება სირიაში ზავის დარღვევის შემთხვევების მონიტორინგი. ლავროვმა 3 მაისს მოსკოვში აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება ასეთი ცენტრის შექმნაზე. ლავროვი ამ თემას შეეხო სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენელთან, სტაფან დე მისტურთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, დე მისტურამ თქვა, რომ სირიის მთავრობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჟენევაში მოლაპარაკების განახლება უკავშირდება ალეპოში და მის გარშემო ზავის აღდგენას. ამ რეგიონში ბოლო ორი კვირაა, კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები.

XS
SM
MD
LG