Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს გერმანიის გეგმას ლიტვაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი, მისივე თქმით, მხარს უჭერს გერმანიის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ჯარისკაცების გაგზავნას ლიტვაში, რუსეთის აგრესიულად მოქმედების ფონზე თავდაცვის გასაძლიერებლად. როგორც კარტერმა 3 მაისს განაცხადა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, გერმანია „ნატოს კონტექსტში“ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს გამოთქმული აქვს მზადყოფნა, ლიტვაში განათავსოს საროტაციო კონტინგენტი 150-დან 200-მდე ჯარისკაცის შემადგენლობით. „რუსეთი განაგრძობს უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და ცდილობს, შეავიწროვოს ბალტიისპირელი მეზობლები“ - განაცხადა კარტერმა. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს არ სურს ცივი და, მითუმეტეს, ცხელი ომი რუსეთთან და არ ცდილობს რუსეთის გადამტერებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დაიცავს მოკავშირეებს. ლიტვაში გერმანელი სამხედროების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ წელს, ნატოს ვარშავის სამიტზე.

XS
SM
MD
LG