Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში რამდენიმე დღეში აპირებენ ჩამოახრჩონ ქვეყნის უდიდესი ისლამისტური პარტიის ლიდერი


ბანგლადეშში რამდენიმე დღეში აპირებენ ჩამოახრჩონ ქვეყნის უდიდესი ისლამისტური პარტიის, ჯამაათ-ე-ისლამის ლიდერი მოტიურ რაჰმან ნიზამი. 5 მაისს ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა მისი სასიკვდილო განაჩენი. მოტიურ რაჰმან ნიზამის ბრალი ედება დამოუკიდებლობისთვის ბანგლადეშის ბრძოლის პერიოდში, 1971 წელს, ინტელექტუალების მკვლელობაში, გაუპატიურებასა და მათი მოკვლის ორგანიზებაში. ნიზამი მთავრობის მიერ შექმნილმა ომის დანაშაულებათა ტრიბუნალმა გაასამართლა დაკაში, რამაც მწვავე საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მოსამართლეთა თქმით, ნიზამი პასუხისმგებელია პროპაკისტანური შეიარაღებული დაჯგუფების ალ-ბადრის შექმნისთვის, რომელიც ექიმებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს კლავდა ომის ყველაზე სისხლიან პერიოდში.

XS
SM
MD
LG