Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”აუდიტორია 115”-ის წევრებმა ძალით დაიკავეს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი


სტუდენტური საპროტესტო გაერთიანება ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლებმა, მიუხედავად დაცვის სამსახურის წინააღმდეგობისა, ”უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოთახში შესვლა მაინც მოახერხეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან და დებენ პირობას, რომ დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას. ამასთან, ”აუდიტორია 115”-ის ინფორმაციით, მათ უკვე დაიკავეს თვითმმართველობის სხვადასხვა კაბინეტები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას სთავაზობს. უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

XS
SM
MD
LG