Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს „ქბრბ“ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი


თბილისში მიმდინარეობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს. კონგრესის მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ექსპერტები და მეცნიერები. კონგრესის დღის წესრიგშია ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოუსაფრთხოება და ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საწინააღმდეგო საველე, საჩვენებელი ვარჯიში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში კონგრესს ძირითადად, მასპინძლობდნენ ხორვატია და შვეიცარია, საქართველოში მისი ჩატარება კი განაპირობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულმა პროგრესმა. მსოფლიო კონგრესი მუშაობას 2 ივნისს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG