Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შვიდ პირს მსჯავრდებულის წამებისათვის


საქართველოში სასამართლომ 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა შვიდ პირს მსჯავრდებულის წამებისთვის. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ სცნო. პროკურატურის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა შვიდმა მსჯავრდებულმა 2015 წლის 1 იანვარს აწამა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი.

XS
SM
MD
LG