Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით სამი პირი დააკავა


ბელგიის ფედერალური პროკურატურის ოფისმა წუხელ დააკავა სამი ბელგიელი, რომლებიც ტერორისტული მიზნით მკვლელობის განზრახვასა და ერთ-ერთი ტერორისტული ჯგუფის საქმიანობებში მონაწილეობისათვის არიან ბრალდებულნი. 18 ივნისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, 17-18 ივნისის განმავლობაში, პოლიციამ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ცხრა პირი დააკავა. ბელგიის საზოგადოებრივ ტელეარხ VTM-ის თანახმად, დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბრიუსელში ამ უქმეებზე აპირებდნენ ტერაქტების მოწყობას. მარტში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბრიუსელში 32 ადამიანი დახოცეს ქვეყნის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მოწყობილი იერიშების შედეგად.

XS
SM
MD
LG