პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:07

ახალი ამბები

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს უდგინეს

ტექსტის ზომა - +
24.05.2013
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 მაისს მომხდარ ჰომოფობიურ ძალადობასთან დაკავშირებით კიდევ ორ პირს წაუყენეს ბრალი შეკრების უფლების ხელყოფის ფაქტზე. ორი პირის მიმართ, რომლებიც შსს-ის ცნობით, „დანაშაულს აღიარებენ“, გამოძიება სისხლის სამართლებრივი წესით მიმდინარეობს შეკრების უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე. ასეთივე  ბრალდება სამართალდამცავებმა ძალადობრივ აქციაში მონაწილე ორ სასულიერო პირს წარუდგინეს, ხოლო მანამდე ამავე საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, რომლებიც სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, - აცხადებს სამინისტრო 24 მაისს.
24 მაისი 2013
24 მაისი 2013

კალენდარი